13 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
შსს: დევდორაკში ადრეული გაფრთხილების სისტემის სიგნალის გამო, პროტოკოლის შესაბამისად "დარიალის" გამშვები პუნქტიდან ადგილზე მყოფი მოქალაქეების და გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების ევაკუაცია განხორციელდა, სოფელ გველეთთან კი მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

"პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები