15 აგვისტო 2026,   04:19
ვრცლად
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტისთვის ემზადებიან

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტისთვის ემზადებიან - "ნიჭიერთა ათწლედის" 90 წლის საიუბილეო ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები არაერთ ცნობილ კომპოზიციას შეასრულებენ.

ახლა მუსიკალურ ცენტრში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

დღის ამბები