28 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო. ფანასკერტელისა და ციციშვილის ქუჩების მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

3 400 კვ.მ ფართობზე განახლდა და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები.

დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე განახლდა სპორტული მოედანიც.

დღის ამბები