გორის სამხედრო ბაზამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა - ღია კარის დღე პროექტის “ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებმა გორის, ფასანაურის, ვალესა და თიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ბავშვებს, რომლებიც სკოლაში საგანს “სამხედრო საქმეს“ სწავლობენ. მოსწავლეებს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ტექნიკა, შეიარაღება და ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. ღონისძიების მიზანი ჯარის პოპულარიზაციაა.