26 ივნისი 2024,   04:31
ვრცლად
მზად ვართ ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს - “ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი

“ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, - ამის შესახებ “ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.

“პალესტინური დაჯგუფებები და “ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“, - განაცხადა ჰანიემ.

ისმაილ ჰანიემ აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე “ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ პრინციპებს შეესაბამება.

დღის ამბები