26 ივნისი 2024,   16:07
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილი პარტია “დროას“ შეუერთდა

ალექსი პეტრიაშვილი პარტია “დროას“ შეუერთდა. გადაწყვეტილება, მან საზოგადოებას ელენე ხოშტარიასა და ზურაბ - გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, ბრიფინგზე გააცნო. მისი შეფასებით, პოლიტიკურ ველზე ახალი ცენტრი შეიქმნება, რომელიც პროცესებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

“ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკურ პარტია “დროას“ გუნდს. ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანს და “დროასთან“ და “გირჩი მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

დღის ამბები