ზუგდიდში მოქალაქეები დადიანების სასახლესთან შეიკრიბებიან. აქ ამონტაჟებენ დიდ ეკრანს, სადაც მოქალაქეები ისტორიული მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას შეძლებენ.
დილიდან მორთეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ფეხბურთის დაწყებამდე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ახალგაზრდები ეროვნულ ნაკრებს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ოდიშის" მაისურებით უქომაგებენ.