26 ივნისი 2024,   23:09
ვრცლად
ისტორიულ მატჩამდე ორი საათი რჩება, 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი კი უკვე დორტმუნდშია - ეროვნული ნაკრები თურქეთთან სადებიუტო მატჩისთვის ემზადება

საქართველო ევროპაზე - ზუსტად ორი საათი რჩება ისტორიულ მატჩამდე - ეროვნული ნაკრები სადებიუტო შეხვედრას თურქეთთან გამართავს.

10 000-ზე მეტი გულშემატკივარი უკვე დორტმუნდშია, მილიონობით გულშემატკივარი კი ეკრანებთან მივადევნებთ თვალს, როგორ აჟღერდება ისტორიაში პირველად ევროპის კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. “BVB არენაზე“ უკვე იკრიბებიან, სტადიონთან ქართველი ქომაგები მსვლელობით მივიდნენ - ისინი დილიდან ამხნევებენ ნაკრებს.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები