28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით ოკუპანტებმა ღამით უკრაინის სხვადასხვა რეგიონს შეუტიეს

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი იერიში - რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით ოკუპანტებმა ღამით უკრაინის სხვადასხვა რეგიონს შეუტიეს. აფეთქებები იყო კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქებში.

ღამის განმავლობაში რამდენიმე საათით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში; ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. უკრაინული თავდაცვის ინფორმაციით, ღამის იერიშისას კიევში ყველა დრონი ჩამოგდებულია.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ კი ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან შეტევის შედეგად ოთხ ოლქში დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ენერგოობიექტების გარდა ღამის განმავლობაში იყო შეტევა ხარკოვზე, დონეკცკზე, ხერსონსა და სუმის ოლქებზე. არის მსხვერპლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს კრამატორსკის მიმართულებით იერიშები გააქტიურებული აქვთ.

დღის ამბები