28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
“ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის სამხედროების იერიშებს 24 პალესტინელი ემსხვერპლა, არის ათობით დაშავებული

ღაზის სექტორში ისრაელის ძალების ოპერაციები გრძელდება - “ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის სამხედროების იერიშებს 24 პალესტინელი ემსხვერპლა, არის ათობით დაშავებული.

ლიბანის “ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი სატელევიზიო მიმართვაში ისრაელსა და კვიპროსს დაემუქრა. ჰასან ნასრალას თქმით ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში არანაირი ადგილი არ იქნება დაცული ისრაელში მათი რაკეტებისა და დრონებისაგან.

ნასრალა ასევე პირველად დაემუქრა კვიპროსს და განაცხადა, რომ ისინი ისრაელს ნებას აძლევენ გამოიყენონ მათი აეროპორტები და ბაზები სამხედრო წვრთნებისთვის, რაც ნიშნავს რომ ისინიც ომის მონაწილეები არიან და “ჰეზბოლა“ მათ გაუმკლავდება როგორც ომის ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსს არ შეუთავაზებია რაიმე სახის სახმელეთო ან საბაზისო ობიექტები ისრაელის სამხედროებისთვის, მაგრამ წარსულში ნებას რთავდა ისრაელს გამოეყენებინა მათი ფართო სივრცე საჰაერო წვრთნების ჩასატარებლად - მაგრამ არასდროს კონფლიქტის დროს.

დღის ამბები