28 სექტემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"ცაჰალმა" დევნილების კარვებს ცეცხლი გაუხსნა - Al Jazeera

ისრაელის სამხედროები ღაზის სამხრეთ ნაწილში რაფაჰში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში რეიდს ახორციელებენ.

Al Jazeera-ს ინფორმაციით "ცაჰალმა" დევნილების კარვებს ცეცხლი გაუხსნა. ღაზაში, ზეირუნის რაიონში ისრაელის მიერ საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს ექსპერტები ქვეყნებს მოუწოდებენ ისრაელთან შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტონ, რადგან ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული ომის გამო, შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის დამრღვევად გამოცხადდნენ.

დღის ამბები