28 ივნისი 2024,   00:45
ვრცლად
ჩვენს მეტოქეებს ვაკვირდებით, ბევრი ვიცით ჩეხეთის შესახებ, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია - ვილი სანიოლი

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლმა მეტოქე შეაფასა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია, თუმცა "ჯვაროსნებმა" მათი სუსტი და ძლიერი მხარეები კარგად იციან.

"ჩვენს მეტოქეებს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, ბევრი ვიცით ჩეხეთის შესახებ, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. როგორც ხშირად ვამბობ, საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემა არ არის მეტოქე, არამედ ჩვენი დისციპლინა. თუ დისციპლინირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაშინ კარგი თამაში გამოგვდის.

შემადგენლობის შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ზოგჯერ, ცვლილების გაკეთება და ახალი ენერგიის შემოტანა საჭიროა. გიორგი მამარდაშვილს უფლება ჰქონდა გუნდს შეტევაში დახმარებოდა, ჩვენთვის დიდი განსხვავება არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რისკი იყო, ჩვენი და თურქეთის მხრიდანაც, მაგრამ გოლის გატანის შანსი გვქონდა. ფეხბურთში ბალანსი მნიშვნელოვანია, თუ გინდა კარგი შეტევა, თავიც კარგად უნდა დაიცვა და პირიქით," - განაცხადა ვილი საიოლმა.

დღის ამბები