28 ივნისი 2024,   09:21
ვრცლად
გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი მამარდაშვილი, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს. სპორტსმენი გულშემატკივარს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მთავარი წარმატებები წინაა.

"პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.

მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ", - აღნიშნავს მამარდაშვილი.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 

დღის ამბები