29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე დაბომბეს - დაშავებულებს შორის 2 ბავშვია

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდოვე დაბომბეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

პარალელურად, ათობით კერძო სახლი და რამდენიმე კორპუსი დაზიანდა კიევის გარეუბანში დრონების ჩამოგდების შედეგად. 

რუსული მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 151-მდე გაიზარდა. მათი უმეტესი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეტევის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.

დღის ამბები