25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით ბათუმში, საზღვაო ნავსადგურზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებმა პროფესიული ფიცი დადეს.
ცერემონიაზე მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული სიმამაცისთვის საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.