29 ივნისი 2024,   08:06
ვრცლად
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებულის სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებულის სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღეს ბრალდების და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, მოკლული გოგონას დედას და მამას დაკითხავენ. მათგან მოისმენენ ინფორმაციას რა კავშირი ჰქონდათ მოკლულს და ბრალდებულს.

პროცესს ესწრება თავად ოთარ ცინდელიანიც, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 21 წლის დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

"საქმეზე  ჩატარდა სრულყოფილი ობიექტური გამოძიება, მოპოვებული იქნა ათეულობით მტკიცებულება და ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობა.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელზეც იყო აპელირება დაცვის ხარისხიდან, რომ ბრალდებული იყო შეურაცხადი და ა.შ. ამას წერტილი დაუსვა კომპლექსურმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული არის სრულად შერაცხადი და დანაშაულის ჩადენის დღეს სრულად აცნობიერებდა ფაქტობრივ გარემოებებს.

დაკავებული თავიდან აღიარებდა  ჩადენილ დანაშაულს, შემდეგ უკვე შეიცვალა პოზიცია და აფიქსირებს დუმილის უფლებას", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

დღის ამბები