29 ივნისი 2024,   14:32
ვრცლად
მატჩი, რომელიც საქართველოსთვის ფინალის ტოლფასია - გელზენკირხენში, ქართველი გულშემატკივარი მეტი იქნება, ვიდრე პორტუგალიელი

ახლოს თითქმის მიუღწეველ ოცნებასთან - მატჩი, რომელიც საქართველოსთვის ფინალის ტოლფასია. დაწყებამდე დარჩენილია ზუსტად ორი საათი.

როგორიც არ უნდა იყოს გამარჯვების შანსი და პროცენტი, საქართველო არ დანებდება. პორტუგალია გზაზე ეღობება უშიშარ დებიუტანტს, რომელსაც წარმოუდგენელი მიზანი აქვს - ქართველებს მსოფლიო მედია აქებს.

პოზიტიური, აგრესიული და მიზანდასახული - ასე უწოდებენ ნაკრებს, რომელსაც ევრო 2024-ზე ჯერ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ უკვე ჰყავს არა 3 მილიონი, არამედ ათობით მილიონი მაყურებელი და გულშემატკივარი.

ქართველების მონაწილეობით, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ჩასაწერი კიდევ ერთი შთამბეჭდავი თამაში, გელზენკირხენში, თბილისის დროით, ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება. 62-ათასიან სტადიონზე, გაყიდული ბილეთებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი გულშემატკივარი მეტი იქნება, ვიდრე პორტუგალიელი. კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაშია.

39 წლის ფეხბურთელს თავისი რეკორდი აქვს დასამყარებელი, თუმცა რეკორდები უკვე არ აკლია საქართველოს ნაკრებს, რომელმაც, პორტუგალიისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ჯერ მხოლოდ 2 თამაში ითამაშა.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

 

დღის ამბები