29 ივნისი 2024,   16:47
ვრცლად
გელზენკირხენში შევიკრიბეთ ძალიან ბევრი ქართველი და დამერწმუნეთ, რომ საოცარი განწყობა გვაქვს შექმნილი, ყველაფერი კარგად იქნება - ოთო ნემსაძე

მომღერალი ოთო ნემსაძე გელზენკირხენში, საქართველოს ნაკრების თამაშზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ნემსაძე ერთ-ერთი ქართველი მომღერალია, რომელმაც ნაკრებს სიმღერა სახელწოდებით - "გამარჯვება, საქართველო!" მიუძღვნა. როგორც მომღერალმა "ღამის კურიერის" ეთერში ჩართვისას აღნიშნა, სტადიონზე ქართველ გულშემატკივრებს საოცარი განწყობა აქვთ და დარწმუნებულები არიან, რომ დღევანდელი თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

"დღეს დიდი დღეა, იმიტომ, რომ საქართველო ემზადება პორტუგალიის დასამარცხებლად. ამისთვის აქ შევიკრიბეთ ძალიან ბევრი ქართველი და დამერწმუნეთ, რომ საოცარი განწყობა გვაქვს შექმნილი. ყველაფერი კარგად იქნება," - აღნიშნა ნემსაძემ.

 

დღის ამბები