30 ივნისი 2024,   01:07
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში, სახალხო ზეიმია

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავენ. მათ შორის, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. გულშემატკივრები ქუჩებში არიან გამოსულები. ქუჩებში ნამდვილი სახალხო ზეიმია მოწყობილი. ისმის საყვირების, სასტვენებისა და ავტომობილების სიგნალების ხმა.

ქომაგები საქართველო-პორტუგალიის თამაშს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია.

 

დღის ამბები