30 ივნისი 2024,   01:54
ვრცლად
სიხარულის და ბედნიერების შეძახილები - როგორი იყო ემოციები ეროვნული ნაკრების გასახდელში ისტორიული გამარჯვების შემდეგ

EURO 2024-ზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების გასახდელში, სიხარულისა და ბედნიერების შეძახილები არ წყდებოდა. ბიჭები მთელი ხმით მღეროდნენ და ერთმანეთს ამ უდიდეს წარმატებას ულოცავდნენ. ემოციები არ ცხრებოდა ავტობუსშიც.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

 

დღის ამბები