30 ივნისი 2024,   01:39
ვრცლად
ზეიმი გერმანიაში - ქომაგები ეროვნულ ნაკრებს თამაშისთვის მადლობას უხდიან

გერმანიაში მყოფი გულშემატკივრისთვის საქართველო-პორტუგალიის მატჩის შედეგი განსაკუთრებით ემოციური იყო. ჩვენი გუნდის ფანტასტიკური თამაშით მიღებული სიამოვნების გამო, ქომაგები ნაკრების წევრებს მადლობას უხდიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

 

დღის ამბები