30 ივნისი 2024,   12:57
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარი საინჟინრო ძალების გაგზავნას გეგმავს - ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს​

უკრაინაში, ომის 855 დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიშები ხმელნიცკის, ივანო ფრანკივსკის, პოლტავის, კიევის და ნიკოლაევის ოლქებზე მიიტანა.

აფეთქებებია კიევსა და ხმელნიცკში. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ფრონტის ხაზზე ყველა მიმართულებით შეტევები მიმდინარეობს. ლიმანის მიმართულებით რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საკუთარი საინჟინრო ძალების გაგზავნას გეგმავს.

სამხრეთ კორეული მედიის მონაცემებით, 10 სამხედრო ჯგუფი, ოკუპანტი სახელმწიფოს ძალებთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებს.

დღის ამბები