02 ივლისი 2024,   10:00
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ზაპორიჟიეს რეგიონში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 7 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში ომი გრძელდება. ზაპორიჟიეს რეგიონში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 7 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაიღუპა.

ამჟამად, ცნობილია 11 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან 3 ბავშვია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ვილნიანსკზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიას მახლობლად, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. დაშავდა 31 მოქალაქე.

თავდასხმა იყო დნეპროზეც, სადაც რუსული რაკეტა სახლს მოხვდა. გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 12.

დღის ამბები