ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
ჯვაროსნებისა და კონტინენტის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდის მატჩს კიოლნმა, "რეინ ენერჯი სტადიონმა" უმასპინძლა.
ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ის მერვედფინალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა. დაპირისპირებას ტრიბუნიდან თვალს ქართველი ქომაგების არმია ადევნებდა. სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე შეეძლოთ მატჩის ყურება საქართველოს ქალაქებშიც.