02 ივლისი 2024,   19:57
ვრცლად
ზუგდიდელი ქომაგები ისტორიული მატჩის სანახავად ემზადებიან - დიდი მონიტორი დადიანების სასახლის მიმდებარედ დაამონტაჟეს

აქტიური სამზადისი მიმდინარეობს რეგიონებში. ისტორიული თამაშის დაწყებას გულშემატკივრები ზუგდიდშიც ელოდებიან.

დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარედ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, ქომაგები საქართველო-ესპანეთის დაპირისპირების ნახვას პირდაპირ ეთერში შეძლებენ.

ისინი უკვე იკრიბებიან სასახლის მიმდებარედ. ქომაგების განცხადებით, რთული მატჩი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება.

დღის ამბები