03 ივლისი 2024,   12:09
ვრცლად
ისრაელის სამხედროები ღაზის ქალაქ შუჯაიას რაიონში წინ მიიწევენ - მოსახლეობა ცხელი წერტილიდან ევაკუაციას ვერ ახერხებს

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის ტანკები ღაზის ქალაქ შუჯაიას რაიონში წინ მიიწევენ. ადგილზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მოსახლეობა ცხელი წერტილიდან ევაკუაციას ვერ ახერხებს. შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სამი ადგილობრივი.

ისრაელის სამხედროების ცნობით, უპილოტო თვითმფრინავმა ისრაელის პოზიციებს ლიბანის საზღვრის მახლობლად დაარტყა, სადაც მათი 18 ჯარისკაცი დაშავდა.

დღის ამბები