03 ივლისი 2024,   14:38
ვრცლად
La Gambeta: მომავალ შეხვედრამდე ქართველო მებრძოლებო!

"მომავალ შეხვედრამდე ქართველო მებრძოლებო!" - ასე ეხმაურება ესპანური სპორტული გამოცემა La Gambeta საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას.

გამოცემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება დასრულდა, ქართველი ფეხბურთელები ევრო 2024-ის თითოეულ მატჩში მთელს ძალებს დებდნენ. მათივე შეფასებით, ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი თავდადებით მაყურებელი გააოცეს. ისინი მეოთხედ ფინალში ვერ გადავიდნენ, თუმცა ევრო 24-ზე დაუვიწყარი კვალი დატოვეს.

"მადლობა დაუვიწყარი მომენტებისთვის. დიდება ყოველთვის გამარჯვებით არ იზომება, მადლობა, რომ ეს დაგვანახეთ. საქართველო - შენ დაიპყარი ჩვენი გულები", - წერს გამოცემა.

დღის ამბები