04 ივლისი 2024,   13:40
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დღეიდან დაიკეტა - შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დღეიდან დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. ტაძრის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების მიღება, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, შეჩერდა, რათა ვიზიტორების უსაფრთხოება იყოს დაცული.

სტუმრებს და მომლოცველებს სოფლის შესასვლელიდან აღარ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და მხოლოდ ადგილობრივებს ატარებენ.

დღის ამბები