04 ივლისი 2024,   21:38
ვრცლად
NAEC.GE აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრების მისამართსა და რუკას ავრცელებს - საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 06:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს

NAEC.GE 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალსა და ტერიტორიამდე მისასვლელად რუკებს აქვეყნებს: 

ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;

ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;
 
ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8; 
 
ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დიღმის მას. მე-3 კვ.
 
ქალაქ თბილისის №175 ა  საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;
 
ქალაქ თბილისის №175 ბ  საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;
 
ქალაქ თბილისის №177-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ); 
 
ქალაქ თბილისის №191 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. №30;
 
ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა - ქ.თბილისი, ჩარგლის ქ. 34; 
 
ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, ნიკეას №44;
 
ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15; 
 
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.  №127;
 
ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა - ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №2; 
 
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის 47;
 
ქალაქ ბათუმის №10  საჯარო სკოლა -  ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; 
 
ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. №11; 
 
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა -  ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა - ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;
 
ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა - ქ. ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. №10;
 
ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა - ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;
 
ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა - ქ. თელავი, თამარის ქ. №69;
 
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა - ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;
 
ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა - ქ. რუსთავი, მე-8 მ/რ;
 
დაბა ხულოს საჯარო სკოლა - დ. ხულო, შავაძის ქ. №3.
 
გარდა ამისა, 2024 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
 
მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო "ახმეტელიდან" გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე; 
მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე; 
მეტრო "დიდუბის" (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.
 
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში. 
 

 

დღის ამბები