05 ივლისი 2024,   18:04
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დააზიანა

სტიქია სამეგრელოში - რამდენიმეწუთიანმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედლები. ქარისა და სეტყვის შედეგად, განადგურდა სახნავ-სათესი ფართობებისა და სავარგულების ნაწილი.

სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია.

დღის ამბები