05 ივლისი 2024,   19:15
ვრცლად
Politico: ევროპელები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს

ევროპელები სკეპტიკურად უყურებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს. საზოგადოების გამოკითხვის შედეგებს Politico ავრცელებს.

როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილები.

გამოკითხვა კონფლიქტის მიმართ უკრაინის მოქალაქეებისა და ევროკავშირის 14 ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულებას ასახავს. ის მიმდინარე წლის მაისშია ჩატარებული.

გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ევროპელები იხრებიან იმ აზრისკენ, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს. გამოკითხულთა 1/3-დან 1/5-მდე ფიქრობს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. საბერძნეთში გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ ომს, დიდი ალბათობით, რუსეთი მოიგებს. ყველა გამოკითხული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მხოლოდ ესტონეთის მოქალაქეებში ჭარბობს აზრი, რომ ომს უკრაინა მოიგებს.

ამასთან, უკრაინის მოქალაქეების 58% დარწმუნებულია, რომ მათი ჯარი რუსეთთან ომს მოიგებს. უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ისინი რუსეთთან დამარცხდებიან.

დღის ამბები