05 ივლისი 2024,   21:20
ვრცლად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, უკრაინაში ომის დაწყებიდან, პირველად შედგა - ეს მაშინ მოხდა, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - ზელენსკი

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. იერიშები იყო ხერსონში, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაიბომბა ხარკოვი და ზაპოროჟიე. ხარკოვში იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. დაიბომბა სუმის ოლქი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

"უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, უკრაინაში ომის დაწყებიდან, პირველად შედგა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ჩვენთვის ეს სიგნალია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ევროპაში ერთიანები დავრჩეთ და ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ. ბევრი ვისაუბრეთ მშვიდობაზე, რომელიც სამართლიანობაზე იქნება დამყარებული. მადლობელი ვარ, რომ უნგრეთმა სამშვიდობო სამიტზე მხარი დაგვიჭირა.

ორბანს მოვუყევი, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ პარტნიორებთან ერთად მეორე სამშვიდობო სამიტის მომზადების პროცესში. ვხედავთ, რომ ეს უკრაინასა და უნგრეთს შორის სხვა ტიპის ურთიერთობებია. ეს არის კონკრეტული ურთიერთობები, სადაც ორივე მხარის ინტერესებია გათვალისწინებული. სხვადასხვა საკითხზე მოვილაპარაკეთ, მათ შორის - ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეგმებზე, რომლებსაც ჩვენი გუნდები განიხილავენ. ჩვენს ურთიერთობებში მიღწევებს ახალ დოკუმენტში აღვწერთ. აღნიშნული შეთანხმება განსაზღვრავს უკრაინისა და უნგრეთის კეთილმეზობლობას," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები