23 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
"ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ" - გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელი ქართველ ქომაგებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული, სიამოვნება გვაჩუქა - მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ფეხბურთელებს. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ფეხბურთელებს. მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი ჩადო ამ წარმატებაში და ვფიქრობ, ეს არის ყელა ქართველის წარმატება. მართლა ისე ვგრძნობთ ფეხბურთელები თავს, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. ხალხს იმედი დაუბრუნდა და იმედია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება.

ნამდვილად არ მივდივარ, იმიტომ, რომ მინდა და მიხარია ფეხბურთის თამაში. ამიტომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა გურამ კაშიამ.

დღის ამბები