06 ივლისი 2024,   01:40
ვრცლად
მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.

"ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ.

ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია", - წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

დღის ამბები