06 ივლისი 2024,   02:49
ვრცლად
გერმანული კომპანიის მოთხოვნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსი 15 აგვისტომდე დაიკეტება

უკვე მეორე დღეა, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, ეს იყო გერმანული კომპანიის მოთხოვნა, რომელიც ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. მიზეზი ვიზიტორების უსაფრთხოებაა. პირველი განმარტება გააკეთა არქიმანდრიტმა მამა კირიონმაც.

"2 ივლისიდან 12 აგვისტომდე იკეტება მონასტერი. ეს განხორციელდა მომლოცველებისა და მნახველების უსაფრთხოების მიზნით. გერმანელებმა, კომპანიამ გამოგვიგზავნა წერილი საპატრიარქოში და გვთხოვეს, რომ, თუ ამ კუთხით არ იქნება დაცული უსაფრთხოება და არ დაიკეტება მონასტერი, სამუშაოებს ვერ შეასრულებენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა ჩვენი ახირების, არამედ, მოქალაქეების უსაფრთხოების გამო.

ამ კონსტრუქციის ფასი და ღირებულება არის იმაში, რომ დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომელიც ჩამოისხა რუსთავში და რომელზეც დაეყრდნობა მთელი გელათის ერთიანი გადახურვის კონსტრუქცია. ეს კონსტრუქცია ამ ტაძრის სტრუქტურას საერთოდ არ ეხება და ამით არის უნიკალური," - ამბობს არქიმანდრიტი, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მამა კირიონი (ონიანი).

 

დღის ამბები