07 ივლისი 2024,   01:21
ვრცლად
საჰაერო განგაში უკრაინის არაერთ ოლქში, მათ შორის კიევში - გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ცოტა ხნის წინ უკრაინის არაერთ ოლქში - მათ შორის კიევში. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინული მხარის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, დნეპრში კი დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. შეგახსენებთ, ქალაქზე იერიშს გუშინ 5 ადამიანი შეეწირა, ათობით დაშავდა. აქედან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ომის ერთ დღეში დასრულების შესაძლებლობას ეხება, ისაუბრა ბლუმბერგთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი ტრამპმა იცის, როგორ დაასრულოს ეს ომი,
მზად არის წინადადების მოსასმენად აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შეხვდეს.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ პენტაგონი უკრაინისთვის 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის "პატრიოტისა" და "ნასამსის" საჰაერო თავდაცვის სისტემების შეიძენს. ნატო-ს ქვეყნები კი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ - ამ ვალდებულების ოფიციალურად გაფორმება მომავალ კვირას, ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე იგეგმება.

დღის ამბები