07 ივლისი 2024,   11:51
ვრცლად
ქარიშხალი "ბერილი" მექსიკისკენ მიემართება

მაშ შემდეგ, რაც ქარიშხალი "ბერილი" იამაიკას დაატყდა თავს, ის მექსიკისკენ, კაიმანის კუნძულებისკენ მიემართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხალმა მექსიკისკენ გეზი დღეს აიღო. მანამდე კი, იამაიკაზე, საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა, გამოიწვია ნგრევა და წყალდიდობა. არის მსხვერპლიც.

იამაიკამდე, ქარიშხალმა კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე გაიარა და მათ დიდი ზიანი მიაყენა.

 

დღის ამბები