07 ივლისი 2024,   01:10
ვრცლად
იამაიკას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა - დაღუპულია 9 ადამიანი

იამაიკას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა - დაღუპულია 9 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. საჭირო გახდა კუნძულის სამხრეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

"ბერილმა" ამოძირკვა ხეები, სახლებს სახურავები ახადა, განადგურებულია ფერმები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. "ბერილის" სიჩქარე საათში 215 კილომეტრს აღწევდა და მას სპეციალისტებმა მე-4 კატეგორიის ქარიშხლის კვალიფიკაცია მისცეს.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, "ბერილი" კაიმანის კუნძულების მიმართულებით გადაადგილდება და ის რამდენიმე დღეში ძალას დაკარგავს.

 

დღის ამბები