16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
საგრძნობლად გავაძლიერეთ საჰაერო თავდაცვა, ვამზადებთ შედეგს, რომელიც სჭირდება უკრაინას - ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტების სამიზნე გახდა პავლოჰრადზე. სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 სახლია დაზიანებული. გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა შეუტიეს ნიკოპოლსაც. სარაკეტო შეტევამ მძიმე შედეგები მოიტანა. დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებლები, საბავშვო ბაღი და კერძო საკუთრებაში არსებული ფართები.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, ქვეყანამ საჰაერო თავდაცვა საგრძნობლად გააძლიერა.

"ამ კვირაში უკვე საგრძნობლად გავაძლიერეთ საჰაერო თავდაცვა, შემდეგი კვირა კი იქნება დრო, რომ გავაგრძელოთ მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ ვამზადებთ შედეგს, რომელიც სჭირდება უკრაინასა და ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები