08 ივლისი 2024,   16:04
ვრცლად
გიორგი გაგნიძემ გენერალურ პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

გიორგი გაგნიძემ, რომელიც გენერალური პროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

როგორც თავად განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 
 
"კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტე, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. განცხადებით დღეს ვაფიქსირებ, ვინაიდან ორშაბათს ვიყავი დარეგისტრირებული გასაუბრებაზე. ისევ გავაგრძელებ ურთიერთობას პროკურატურის ანალიტიკურ სამსახურთან, როგორც წარსულში ვურთიერთობდით", - განაცხადა გიორგი გაგნიძემ. 
დღის ამბები