09 ივლისი 2024,   00:02
ვრცლად
კლასიკური მუსიკის სამყარო თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მევიოლინეს გლოვობს - 78 წლის ასაკში ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

კლასიკური მუსიკის სამყარო, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და აღიარებულ მევიოლინეს გლოვობს. 78 წლის ასაკში, ლეგენდარული ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ვუნდერკინდი, რომელმაც ვიოლინოზე დაკვრა 3 წლის ასაკში ისწავლა, ყოველთვის გამოირჩეოდა ვირტუოზულობითა და არტისტიზმით, მის მიერ შესრულებულ კომპოზიციებზე კი დარბაზი ფეხზე დგებოდა და ოვაციები არ წყდებოდა.

ლიანა ისაკაძის კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ასობით კონცერტი გამართა. 1990 წელს ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლ შტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც იქ უკვე ოც წელზე მეტია "ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღვაწეობს.

ლიანა ისაკაძემ, ორი წელიწადში, ამავე ქალაქში, თავისი პედაგოგის სახელობის მუსიკალური აკადემია დააარსა. არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის "ღამის სერენადების" ორგანიზატორი.

ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს დაკრძალავენ, მისი სამოქალაქო პანაშვიდი კი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება.

დღის ამბები