
ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი 60 წლის გახდა. თარიღთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ელგუჯა ბერიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის - "მე ლერი ხაბელოვის" პრეზენტაცია, ასევე გაიმართა კინორეჟისორ გოგი თორაძის მიერ ლერი ხაბელოვის შესახებ შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება.