
"რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები", ქართველმა პარასპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა მისი მთავარი სურვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, 2028 წლის პარაოლიმპიადაზე, მედლის მოპოვებაა. მან ასევე არსებული მედლების რაოდენობა დაასახელა:
"2014 წელს იყო ჩემი პირველი მედალი, ახლახან დავითვალე და 71-ია, საიდანაც 24 ოქრო მაქვს. თუმცა პარაოლიმპიადის აკლია. მინდა და ჩუმად უნდა მივყვე ამ სურვილს, უნდა მოვიშორო აზრი რომ არ მიმართლებს," -აცხადებს ირმა ხეცურიანი.
ცნობისთვის, 2028 წლის პარაოლიმპიადა, ლოს-ანჯელესში გაიმართება.