26 მარტი 2025,   21:36
ვრცლად
ბრიტანეთის ცაზე უცნაური მნათობი სპირალი გამოჩნდა - ფოტო და ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება

ბრიტანეთის ცაზე მოსახლეობამ უცნაური, მბრუნავი მნათობი სპირალი ნახა. იშვიათი მოვლენა ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. ექსპერტების განცხადებით, უცნაური ნათება SpaceX-ის რაკეტის გაშვებას უკავშირდება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ეს უცხოპლანეტელების ხომალდის ნათება იყო.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღამით დაფიქსირებული უცნაური მნათობი სპირალი გამოწვეული იყო SpaceX NROL-69 თანამგზავრის გაშვებით. ხომალდი ორბიტაზე Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს და სპირალური წარმონაქმნი, გაფრენის მეორე ფაზის დროს, ჭარბი საწვავის გამოშვებამ გამოიწვია.

სპეციალისტების განმარტებით, ცისფერი სპირალი მაშინ იქმნება, როდესაც რაკეტიდან გამოშვებული ზედმეტი საწვავი ყინულად, შემდეგ კი წყლის ორთქლად გადაიქცევა. შემდეგ ის ირეკლავს მზის შუქს ზედა ატმოსფეროში, რაც ნათებას იწვევს.

დღის ამბები
მეტი