27 მარტი 2025,   00:29
ვრცლად
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, მამაკაცი და ორი არასრულწლოვანი ცოცხლები იპოვეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ალასკაზე ავიაკატასტროფის შემდეგ, მამაკაცი და ორი არასრულწლოვანი თვითმფრინავის ნამსხვრევებთან ახლოს ცოცხლები იპოვეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

პოლიციამ თვითმფრინავის ნარჩენები კენაის ნახევარკუნძულზე ორშაბათს დილით აღმოაჩინა. მცირე ზომის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ კვირას, ღამით გახდა ცნობილი.

პილოტი და ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პოლიციის ცნობით, სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

დღის ამბები
მეტი