26 მარტი 2025,   21:27
ვრცლად
სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი - რაგბის განვითარებისათვის მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის რაგბის პოპულარიზაციისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე 2-მილიარდიან პროექტზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა. დღეს, საუბარი იყო ულტრათანამედროვე სტადიონის პროექტზეც, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად, იგეგმება 40-ზე მეტ რეგიონში ახალი სტადიონების მშენებლობა.

      ახალ მასშტაბურ პროექტებზე პასუხისმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება, რომელიც უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს არაერთ რეგიონში სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სპორტის, და განსაკუთრებით ბავშვთა სპორტის განვითარებასთან.

      ვეტერანი სპორტსმენისთვის მასშტაბური პროექტები და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტის პოპულარიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ყველა თაობის წარმომადგენლისთვის დამატებით სტიმულად იქცევა.

      მთავრობა და რაგბის კავშირი აქტიურად მუშაობენ სარაგბო და, ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჰაბის პოზიციონირებას.

       

      ავტორი: ლაშა დვალიშვილი

      დღის ამბები
      მეტი