26 მარტი 2025,   21:14
ვრცლად
"მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენების რომანტიზება" - აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადების შემდეგ, რომ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა ტერორიზმია, შალვა პაპუაშვილმა პარალელი თბილისში გამართულ აქციებზე გააკეთა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პროკურორისთვის შიდა ტერორიზმია ის თავდასხმები, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთ შტატში "ტესლას" წინააღმდეგ მიმდინარეობს. ილონ მასკის კომპანიის ავტომანქანებს, სხვადასხვა, მათ შორის "მოლოტოვის კოქტეილების" მეშვეობით წვავენ. პენ ბონდის თქმით, ეს ქმედებები ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება. ამერიკის მთავარი გამომძიებლის პოზიციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი თბილისში გამართულ აქციებს იხსენებს და ინტერესდება პენ ბონდის განცხადების ფონზე, რას ხმარდებოდა თანხები, რომელიც მისივე შეფასებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.

      პარლამენტის თავმჯდომარის კითხვაზე ოპოზიციის ნაწილს პასუხი არ აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენების ფაქტები დღეს ვერ გაიხსენეს. სხვა პარტიებში კი თქვეს, რომ პროტესტის ეს ფორმა მათთვისაც მიუღებელია და არგუმენტირებული მტკიცებულებების შემთხვევაში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

      მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული თუ როგორ ხდებოდა "მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენების რომანტიზება, რა კამპანია მიმდინარეობდა და ვისი ფინანსები რაში იხარჯებოდა.

      მმართველ პარტიასა და საპარლამენტო ჯგუფებში აცხადებენ, რომ ის რაც მიუღებელია სხვა სახელმწიფოებისთვის, ნორმა ვერ იქნება საქართველოში. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკავშირს, სხვადასხვა ფონდებსა და ქვეყნებს, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით.

      დღის ამბები
      მეტი