06 ოქტომბერი 2024,   11:43
ვრცლად
4 დაღუპული და 4 დაშავებული - გასულ ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბეს

უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. გასულ ღამით, ფრთოსანი რაკეტების საფრთხის გამო, ფართო მასშტაბიანი საჰაერო განგაში ყველა ოლქში ჩაირთო, მათ შორის, კიევში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს. შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი 10 წლის ბავშვია. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.

4 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი დაიღუპა ხარკოვის ოლქში ნაღმზე მსუბუქი მანქანის აფეთქების შედეგად.

არტილერიით, ქვემეხებითა და დრონებით დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

ოდესის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ჰილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი "გააძლიერებს" მათ მხარდაჭერას.

დღის ამბები