
This is a modal window.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყის ხანძრების ერთ-ერთ მიზეზად უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა სახელდება. 17 წლიანი რეკორდია მოხსნილი ლას ვეგასში, სადაც თერმომეტრმა ცელსიუსით 48 გრადუსს გადააჭარბა.
კიდევ უფრო ცხელა კალიფორნიასა და ნევადის საზღვართან ახლოს - აქ სიცხე 53 გრადუსამდე ავიდა. სპეციალისტების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო საფრთხე, დაახლოებით, 36 მილიონ ადამიანს ემუქრება. რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან სხვა შტატებშიც.