16 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ფლოტის გაძლიერებას დიდ ბრიტანეთთან და ნიდერლანდებთან ერთად" - ვოლოდიმირ ზელენსკი

ოდესის სამხედრო ჰოსპიტალს დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მდივანი, ჯონ ჰილი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ჰილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი "გააძლიერებს" მათ მხარდაჭერას.

"დღეს, აქ, ოდესაში, შემოგვიერთდნენ ნიდერლანდების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ახალი მინისტრები, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი სახელმწიფო მდივანი. მე მათ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ვაცნობე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ფლოტის გაძლიერებას დიდ ბრიტანეთთან და ნიდერლანდებთან ერთად. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რაც ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია და მადლობელი ვარ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის სურვილისთვის - განსაკუთრებით F-16-თან დაკავშირებით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები